Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 26 აგვისტოს, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავების მზაობა.

ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები