Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო BSEC-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 50-ე სხდომაში

2025 წლის 27 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 50-ე სხდომაში.

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მზარდ ეკონომიკურ როლზე. ხაზი გაუსვა  რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის, ასევე  რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას, რაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, მომსახურები სფეროებში, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკას ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატებები უსურვა ბულგარეთის რესპუბლიკას BSEC-ის მომავალ თავმჯდომარეობასთან (2025 წლის ივლისი-დეკემბერი) დაკავშირებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები