Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2024 წლის 11 ივნისს, ჰააგაში, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ნიდერლანდების მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორი ანიტა ვან დენ ენდე. შეხვედრისას, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების თაობაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას და აღნიშნული პლატფორმის ეფექტიანად გამოყენების საკითხს. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ევროკავშირთან, ნატო-სთან, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს როგორც ნიდერლანდების სამეფოს, ისე საქართველოს საშინაო პოლიტიკური მოვლენების აქტუალური საკითხები.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა ჰოლანდიური მხარის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობისათვის, რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდების მხარე მრავალწლიან პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას.

კონსულტაციების ფარგლებში, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა, თუმცა, აღინიშნა ეკონომიკური მიმართულების შემდგომი გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის კუთხით და ყურადღება გამახვილდა მიმდინარე მასშტაბურ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით და ამ მხრივ მზად არის გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირებს მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები