Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით

2026 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის დიპლომატები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პასუხისმგებლიან მიდგომას ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს დიალოგს, ნდობის აღდგენას, კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების გაძლიერებას.

მინისტრის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების გარემოში არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებული პრინციპების პატივისცემას.

„საქართველო მზად არის იყოს თავმჯდომარე ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის — მოუსმინოს ყველა ხმას, ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან და ეძიოს საერთო საფუძველი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის ხედვა დაეფუძნება ეუთო-ს შესაძლებლობების გაძლიერებას და ორგანიზაციის როლის ხელშეწყობას კონფლიქტების პრევენციის, ნდობის მშენებლობისა და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მიმართულებით.

„საქართველო მზად არის ემსახუროს, მოუსმინოს და დააახლოოს ადამიანები. მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, ავაშენოთ ხიდები და ვიმუშაოთ ერთად,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.

დანართები

    მსგავსი სიახლეები