Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ენრიკე ა. მანალოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ინდოეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის -  Raisina Dialogue,  ფარგლებში ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ენრიკე ა. მანალოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ფილიპინებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობები, იმსჯელეს თანამშრომლობის გააქტიურებაზე განათლების,  ტურიზმის, ინოვაციების, ვაჭრობის  და სხვა მიმართულებით, ისევე როგორც  სახელმწიფო სერვისების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით გატარებული  რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ფილიპინების წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის სამხრეთ აზიის ქვეყნების  ასოციაციის ფარგლებში, სადაც საქართველო დამკვირვებლის სტატუსით არის წარმოდგენილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს  ფილიპინების  თავმჯდომარეობის პერიოდში ხელი შეეწყობა საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას რეგიონის ქვეყნებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები