Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

2024 წლის 18 თებერვალს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნეითანს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის  პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და  ფინანსურ სექტორს შორის კავშირების გაძლიერების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები