2026 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებაში - „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ქვეყნის დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის საკითხს.
ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მშენებლობის პროცესში კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების როლზე და აღნიშნა მათი ჩართულობის მნიშვნელობა ქვეყნის გაერთიანებისა და უსაფრთხო განვითარებისთვის.
ღონისძიება გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.