საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან მესაროშთან.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების და თანამშრომლობის არსებული ფორმატების გამოყენების მნიშვნელობა.
ყურადღება გამახვილდა საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების საკითხს.
განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. კრისტიან მესაროშმა დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.