Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოში

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოს დიასპორისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის მინისტრთან, ქნესეთის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარესა და ებრაული სააგენტოს, „სოხნუთის“ თავმჯდომარესთან.

 

შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ ისრაელის მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ისაუბრა იმ პროგრამებსა და ინიციატივებზეც, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებში კულტურული და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით. თავის მხრივ, ისრაელის მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება დიასპორასთან თანამშრომლობის კუთხით, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ისრაელის ხელისუფლების მიდგომის ძირითადი ასპექტებისა და გამოწვევების შესახებ.

 

შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის ურთიერთობების ძირითად ასპექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის დიასპორის საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, დიასპორის წევრებთან და ქართველ ებრაელთა თემის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა ქართველი ებრაელების მნიშვნელოვან როლს ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების საკითხში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები