2026 წლის 11 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრის ბაკიტ სიდიკოვის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა აზიასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცებაში "შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
კომისიის სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა.
სხდომაში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.