Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა


ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა. 

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და ისაუბრეს ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. აღინიშნა ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. 

ნატოში გაწევრიანების კონტექსტში, დადებითი  შეფასება მიეცა ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატულ  მნიშვნელოვან მხარდამჭერ  გზავნილებს. 

ფინელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ილია დარჩიაშვილმა ელინა ვალტონენი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები