საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის Raisina Dialogue ფარგლებში, შეხვედრა გამართა განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის მინისტრთან, სამუელ ოკუძეტო აბლაკვასთან.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს, გამოთქვეს მზაობა ურთიერთობების გაფართოების და თანამშრომლობის ახალი მიმართულების განსაზღვრის თაობაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობა. მინისტრმა კოლეგასთან მიმოიხილა რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და მადლობა გადაუხადა მას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.