Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია გერმანიის ბუნდესთაგის წევრს ნილს შმიდს შეხვდა

2023 წლის 28 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის წევრთან ნილს შმიდთან (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია). 


მინისტრის მოადგილემ და ბუნდესთაგის  დეპუტატმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც მტკიცე ისტორიულ საფუძველს და საერთო ევროპულ ფასეულობებს ეფუძნება. მათ განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ტრადიციულად დინამიურ ურთიერთობებს. 


შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და ბუნდესთაგის დეპუტატმა მიმოიხილეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ გერმანელ დეპუტატს გააცნო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებს. მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო გერმანელ დეპუტატს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. თავის მხრივ, გერმანელმა დეპუტატმა კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები