სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს იოანე ნათლისმცემლის მართლმადიდებლურ ტაძარში წირვას დაესწრო და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
აღინიშნა საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორის ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ეკლესიის მნიშვნელოვან როლს ამ კუთხით.
სამინისტროს ინიციატივით, საელჩოებისა და საკონსულოების ჩართულობით, დიასპორის წარმომადგენლებისთვის არა ერთი პროექტი განხორციელდება, რაც 27 მაისს, დიასპორის დღის ფარგლებში იქნა წარდგენილი.