Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეს, ავა დაბოს შეხვდა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეს, ავა დაბოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხის გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

ასევე, ყურადღება გამახვილდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობაზე.

მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები