2024 წლის 14 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში ლიეტუვის დანიშნულმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი.
ყურადღება გამახვილდა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.