Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გია მაჭარაძემ ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრეზიდენტს, თაიე აცკე სილასიეს რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეროვნულ სასახლეში გაიმართა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტმა თაიე აცკე სილასიემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მის მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა დაადასტურა საქართველოსა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში ეროვნული სასახლის ეზოში გაიმართა სამხედო აღლუმი, რომლის დროსაც სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და ეთიოპიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები