Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩს,  ჟულიენ დე ფრეპონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ჟულიენ დე ფრეპონსთან.
 
საუბარი შეეხო საქართველო-ბელგიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს, მათ შორის,   სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.
 
ყურადღება დაეთმო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს. 
ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბელგიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

დანართები

    მსგავსი სიახლეები