2024 წლის 5 დეკემბერს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის ძირითად მიმართულებებს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობას. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ ფორმატებში.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობის აუცილებლობას.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.