Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ლატვიელ კოლეგასთან ბაიბა ბრაჟესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გარემო.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და დადებითად შეფასდა,  რომ წელს პირველად ზოგად საქმეთა საბჭოზე მოწვეული არიან გაფართოების პაკეტის ქვეყნები.  
მხარეებმა დაადასტურეს მომავალი თანამშრომლობის მზაობა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები