Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ხათუნა თოთლაძემ პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 25 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის საელჩოს  მიერ ორგანიზებულ, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 


მინისტრის მოადგილემ პოლონელ  ხალხს კონსტიტუციის დღე  მიულოცა და კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.


სიტყვით გამოსვლისას ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და პოლონეთი ყოველთვის ისწრაფოდნენ თავისუფლებისკენ და ამ საერთო ასპირაციამ ძალიან დააახლოვა ორი ქვეყანა. მან ისაუბრა ქვეყნებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებზე, რომელზეც დგას საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები. გაიხსენა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც გვერდში ედგა საქართველოს ყველაზე რთულ პერიოდში, 2008 წლის ომის დროს. 


ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველო და პოლონეთი დღესაც აგრძელებენ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რისი დამადასტურებელიც იყო ახლახანს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ზბიგნევ რაუს ვიზიტი საქართველოში. 


მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 


 „მომდევნო თვეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,  უნდა მომზადდეს მყარი ნიადაგი ისტორიული გადაწყვეტილებისთვის-   საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. ჩვენი ახლო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ გადადგას  ნაბიჯები  ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ეტაპებისკენ. ჩვენ ამ მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“. 


დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ  მადლობა გადაუხადა პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის ინსტიტუტს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში  აქტიური მონაწილეობისთვის, სადა პოლონეთი წარმოდგენილია როგორც ფოკუს ქვეყანა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები