Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული კრების სპიკერთან, ნუმან ქურთულმუშთან

2024 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია.


ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული კრების სპიკერთან, ნუმან ქურთულმუშთან.


მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სპიკერს თურქეთის ურყევი მხარდაჭერის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ასევე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის. 


საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.


წარმატებულად შეფასდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. აღინიშნა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, მათ შორის სამმხრივი შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების, საგარეო საქმეთა  მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და ა.შ. დონეზე. 


მხარეებმა დაადასტურეს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება აქტიურად.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები