Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება

2025 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში, სადაც მონაწილეობს გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.

აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის რეფორმაზე და ფინანსების მობილიზებაზე მსჯელობს.
 
კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
 
კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი. კონფერენციას გახსნის ესპანეთის მეფე ფელიპე VI.
 
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს რეგიონალურ როლზე და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით.
 
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები