Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ შვეიცარიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, რწმუნებათა სიგელები გადასცა შვეიცარიის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, კარინ ქელერ-სუთერს.
 
მთავრობის ფედერალურ სასახლეში გამართული სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და ელჩს შორის. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ელჩმა შოთა გეწაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, ასევე აღინიშნა შვეიცარიის მედიაციის როლი. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები