Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დიასპორის ფორუმზე დედაენის დღის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული დიასპორელი ბავშვები დააჯილდოვეს

გრძელდება დიასპორის ფორუმი - „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“. 2024 წლის 28 ივნისს, ღონისძიებაზე, დააჯილდოვეს დედაენის დღის ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული დიასპორელი ბავშვები.

კონკურსში, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავდა: ესსე, კალიგრაფიულად შესრულებული ნამუშევარი და ნახატი, 13 გამარჯვებული გამოვლინდა. 
აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმის ფარგლებში, მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა. 
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები