Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დიასპორის ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელი “ინფორმაცია - დიასპორის წარმატების მექანიზმი“

2024 წლის 28 ივნისს დიასპორის ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელი “ინფორმაცია - დიასპორის წარმატების მექანიზმი“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი მარინე ნარჩემაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ვეკა მოდებაძე, კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და საზღვარგარეთ მოქმედი მედია პლატფორმების დამფუძნებლები - ქეთევან ნოგიევა (იტალია), მანუჩარ პირველი (აშშ), ავთანდილ გიუნაშვილი (საბერძნეთი), დავიდ ალონ (ისრაელი), ფეჰმი უზალ (თურქეთი).
 
პანელის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს მათ საქმიანობაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმებზე, სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფაზე, დასახეს სამომავლო გეგმები სამინისტროს დირექტორატსა და მედია პლატფორმებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. აღინიშნა დიასპორული საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში თანამემამულეებთან კომუნიკაციის განვითარების და სამშობლოსთან მათი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. შეხვედრაზე დამატებით, კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა მედია წიგნიერების პროექტი და ისაუბრა საინფორმაციო გარემოს თანამედროვე გამოწვევებზე.
 
მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს საზღვარგარეთ მოქმედი მედია პლატფორმების დამფუძნებლებს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში გაწეული ძალისხმევისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები