Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი  ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან. 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, კერძოდ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი იმ პრიორიტეტებს, რაც განისაზღვრა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და DG NEAR-ის გენერალური დირექტორის, ხერტ იან კოპმანის საქართველოში ვიზიტის დროს. 


მინისტრმა გენერალურ დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციების შესრულებისთვის, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. 


გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პრიორიტეტების შესრულების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ აღნიშნული ასახვას ჰპოვებს ევროკომისიის ანგარიშში. 


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ კმაყოფილება გამოთქვეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტის გამო საქართველოში, რაც გახლდათ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებას. 


მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ ინფორმაციასა და შეფასებების გაცვლის შესახებ.

 

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები