საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
კატარის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დადებითად შეფასდა კატარსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და დაისახა გეგმები ინვესტიციების და ვაჭრობის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისთვის.