Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ბერძენ კოლეგას შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.
 
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს, ვინაიდან აღნიშნულ სამიტზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გარემოში.   ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები