Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2026 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ-ნუაიმის. 

შეხვედრის ფარგლებში,  მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე; მიმოიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები,  როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ისე კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. 

საუბარი შეეხო, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები