2025 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას იურაი ბლანარს შეხვდა.
მინისტრმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. განსაკუთრებით აღინიშნა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობები, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია არსებობდეს პარტნიორებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, რეგიონში არსებულ ვითარებას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოსა და სლოვაკეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.