Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

2023 წლის 25 აგვისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან,  მელინე არაკელიანთან.

ილია დარჩიაშვილმა  ჰოლანდიელ  დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და  წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში მზარდი დინამიკით გამოირჩევა, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები