Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჯეიმს კლევერლი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი,  რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ბრიტანელ სტუმარს  მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი  საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს კლევერლი ესტუმრა  სოფელ ოძისის საშუალო სკოლასაც, სადაც  მასწავლებლებსა და  მოსწავლეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები