Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ  აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის   პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.   გამოითქვა დაინტერესება  ტაჯიკური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობების გაზრდაზე. მსჯელობა ასევე შეეხო ორმხრივი კავშირების განვითარებას  მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. შეხვედრაზე მხარეებმა მომოიხილეს   საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ისევე, როგორც ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების არსებული ფორმატები. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ტაჯიკეთის ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა  და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ რთულ გარემოსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თავისი წვლილი  შეიტანონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების საქმეში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები