Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს იურაი ბლანარს შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში,  შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან,  იურაი ბლანართან.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა   მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები