Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

2025 წლის 12 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ - მომზადება.

მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს დელეგაციას  ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების და საანგარიშო პერიოდში არსებული განვითარებების შესახებ.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების თემაზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაზე და განახლებული ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან.

დანართები

    მსგავსი სიახლეები