2025 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, იურგ ლაუბერს შეხვდა.
მინისტრმა იურგ ლაუბერს მიულოცა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა.
მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე. აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი (2023-2025 წწ) მუშაობს, მისი მანდატის ფარგლებში, არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის, თანამშრომლობს პარტნიორებთან საბჭოს პრიორიტეტების შესაბამისად მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უგულებელყოფა, რაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების მოქმედებას აფერხებს.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაერო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.
მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, მის დატვირთვაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისთვის. ხაზი გაუსვეს გაერო-ს ჩართულობის მნიშვნელობას.