საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების რეალიზაციის, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მიზნით.