Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

2024 წლის 15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან, ბაიბა ბრაჟესთან, მარგუს ცაჰკნასთან და სორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილვადოტირთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას და ამ კუთხით პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას. 

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღნიშნული კანონის მიღების მთავარ მიზანს, ქვეყანაში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ შემდგომი თანამშრომლობა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები