Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვილნიუსის სამიტი ცალსახად იქნება ძლიერი იმპულსი. საქართველო გააგრძელებს პროგრესირებად ინტეგრაციას ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით”  - ილია დარჩიაშვილი 

"ვილნიუსის სამიტი ცალსახად იქნება ძლიერი იმპულსი ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე და საქართველო გააგრძელებს პროგრესირებად ინტეგრაციას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით," - განცხადება ვილნიუსში ნატოს სამიტზე მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. 

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე, საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

“ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატოს ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან. როგორც ცნობილია და იცის ჩვენმა მოსახლეობამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი. შესაბამისად, დღეს, ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან. 
ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით და ეს თავად დასკვნითი დოკუმენტის ჩანაწერშიც კარგად ჩანს," - აღნიშნა მინისტრმა.  მისი თქმით მნიშვნელოვანია რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რაც დამატებით იმპულსს გვაძლევს ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.  მისი თქმით საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ნატოში შემდგომი პროგრესული ინტეგრაციისთვის. 

მისივე თქმით, სამიტის დეკლარაციაში მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა და ჩვენი ქვეყნის  წვლილი  გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა ალიანსის მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ამ მხრივ ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა ომში მყოფ უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები