გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და შვეიცარიის, როგორც რუსეთთან შუამავლის, როლს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. განიხილეს მომავალ წელს ეუთოს შვეიცარიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და საქართველოსთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
საუბრები შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, აგრეთვე ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.
შვეიცარიელმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა მინისტრს ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც მას საქართველოს გარშემო ნათელ წარმოდგენას შეუქმნის, გამოთქვა მზაობა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ქართულ მხარესთან გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა.