Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო BSEC-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 48-ე სხდომაში

2024 წლის 28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 48-ე სხდომაში. 

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ, ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  აღინიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება რჩება საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზნად, რომელიც 2017 წლიდან გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამასთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა.

აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებში საქართველოს აქტიური მონაწილეობაზე, მათ შორის დასახელდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საბორნე გადაზიდვების ინტენსიფიკაცია და გამოითქვა მზაობა EU-სა და მის ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.

ხაზგასმით იქნა აღნიშნული შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობა, რაც წარმოადგენს BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას. ამასთან, მინისტრის მოადგილემ, ხაზი გაუსვა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.

სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა რეზოლუციები, გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები, რომლითაც BSEC შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში იხელმძღვანელებს.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ალბანეთის რესპუბლიკას ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატებები უსურვა სომხეთის რესპუბლიკას BSEC-ში მომავალ თავმჯდომარეობასთან (2024 წლის ივლისი-დეკემბერი) დაკავშირებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები