Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია სომხეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 1 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს და სომხეთის ევროკავშირთან თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობასა და დიპლომატიური ძალისხმევის როლს.

განხილულ იქნა სატრანზიტო და სატრანსპორტო საკითხები და აღინიშნა, რომ ჩვენს რეგიონს დიდი პოტენციალი გააჩნია ამ მიმართულებით. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის და კულტურის სფეროებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები