Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნას შეხვდა. 

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა, რომ  საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები