გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
მინისტრებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას. მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ; ამასთან, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოს მთავრობის მხრიდან არჩევნების საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფის მხრივ გაწეულ ძალისხმევაზე.
საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.
ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.