Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის  საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლის შეხვდა.

მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში და აღნიშნეს უორდროპის ფორმატის მნიშვნელობა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში.

ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ ყველა სფეროში და მიესალმნენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც კარგ შესაძლებლობას იძლევა პარტნიორობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

მინისტრების შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატება როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე შესაბამის განცხადებებსა და დოკუმენტებში. მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.

განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, საქართველოს მზარდი სატრანზიტო და ეკონომიკური როლის გათვალისწინებით, აღინიშნა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს წრეების ინვესტიციებით დაინტერესების შესაძლებლობა.

მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროექტზე, რაც ზრდის საქართველოს როლს სატრანზიტო და  ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა საქართველოს მხრიდან გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული ხასიათის მხარდაჭერა.

ასევე აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობის და რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. მინისტრები ასევე მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ქვეყნებს შორის რეადმისიისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროში შეთანხმებების გაფორმებას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები