Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 78- ე სესიის ფარგლებში, გრენადის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ჯოზეფ ანდალთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა და მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის,  ტურიზმის სფეროში. 

ხაზი გაესვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას
ინსტიტუციური რეფორმების და ელექტრონული მმართველობის სფეროში.


20 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ტიმორ- ლესტეს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ბენედიტო ფრეიტასთან.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მხარეთა შეფასებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. 

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა სხვადასხვა რეგიონალურ პლატფორმებში. მინისტრები მიესალმნენ გაერო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები