Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

2026 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული  მთლიანობის მხარდაჭერა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები