2023 წლის 1 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გამართა შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივ ურთიერთობათა მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და სხვა სფეროებში.