Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ო’ბრაიანს შეხვდა  

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ო’ბრაიანთან გამართა შეხვედრა.
 
განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო  ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიანის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში. 


მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები